"პოლიციამ დაპირისპირებულ "სასტავებზე" უნდა იმუშავოს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რეიდებზე"

"პოლიციამ დაპირისპირებულ "სასტავებზე" უნდა იმუშავოს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რეიდებზე"

თბილისში დაწყებული საპოლიციო რეიდებს საზოგადოების ცნობილი სახეები აქტიურად განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით მორიგი პოსტი სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოაქვეყნა. ჟურნალისტი "რეიდებში" პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა სამართალდამცავებს რისკების თაობაზე მიანიშნებს.

"ვერ ვხედავ პრობლემას რეიდებში. ევროპაშიც მინახავს. მთავარია რეიდების დროს "ბლატებით" (ასე ეძახდნენ 90-იანებში) ხალხის გაშვება არ მოხდეს, კორუფციის წყარო არ გახდეს, (გვახსოვს "პრაკოლი" 100$ რომ ღირდა) . აქ კიდევ ერთი დეტალია: რა ხდება "რეიდების" დასრულების შემდეგ. იმედია, ვინმეს არ აქვს ილუზია, რომ ეს იარაღს გააქრობს ქალაქიდან. ან " აბაროტების" სურვილს. მე მაინც მგონია, რომ პოლიციამ დაპირისპირებულ "სასტავებზე" უნდა იმუშავოს. უნდა გაიგოს მათ მიერ ამინისტირებული ადამიანებიდან ვინ გამოვიდა სიით ციხიდან! ყველასათვის ცნობილია, რომ ლაშას მკვლელობა "აბაროტი" იყო! კიდევ უფრო მეტად მთავარია, პოლიციას სავარაუდო მკვლელის მოძებნა არ დაასწრონ მოკლულის ძმაკაცებმა! თორემ ეს მიგვიყვანს იქამდე, ვერელებისა და მთაწმინდელების ომი რომ ძლივს დამთავრდა. მთავარია, ხელისუფლებამ დაიწყოს დაინტერესება, ვინ და რატომ მოხვდა შეწყალების სიაში! მერე რა, თუ საკუთარ რიგებში აღმოაჩენენ ჩავარდნას! ეს არავის გაგვეხარდება, იმიტომ რომ ამ "ჩავარდნით" სხვისი შვილები საფრთხეში არიან. თორემ რეიდები იყოს, ყველაფერი იყოს, რაც ნებისმიერ დედას შვილს ცოცხალს დაუტოვებს!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს