ჯეკ მფატრავი პოლონელი დალაქი იყო - ბრიტანელი მეცნიერი

ჯეკ მფატრავი პოლონელი დალაქი იყო - ბრიტანელი მეცნიერი

ლივერპულის უნივერსიტეტის მოლეკულარული ბიოლოგიის დოცენტმა, იარი ლოუხელაინენმა განაცხადა, რომ მან ცნობილი სერიული მკვლელის, ჯეკ მფატრავის ვინაობა დაადგინა. ამის შესახებ The Daily Mail წერს.

როგორც მეცნიერი ამტკიცებს, მკვლელის ფსევდონიმის უკან პოლონელი ემიგრანტი, დალაქი აარონ კოსმინსკი იმალებოდა. თავის დროზე ის ექვსი მთავარი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი იყო.

დამნაშავის პიროვნების დადგენა დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა, რომელიც ჯეკ მფატრავის ერთ-ერთი მსხვერპლის ტანსაცმლიდან აიღეს. მეცნიერმა ტანსაცმელი კეტრინ ედოუსის შთამომავლებისგან მიიღო. კეტრინ ედოუსი მანიაკის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო.

სახელწოდება ჯეკ მფატრავი მომდინარეობს წერილიდან, რომელიც  მკვლელის სახელით ლონდონის ახალი ამბების სააგენტოში მივიდა. ჯეკ მფატრავს სულ მცირე 5 მკვლელობა მიეწერება, რომელიც მან 1888-1891 წლებში ლონდონის რაიონ უაიტჩეპელში ჩაიდინა.  სერიული მკვლელის მსხვერპლი ძირითადად ადგილობრივი მეძავები იყვნენ. მაშინ პოლიციამ ვერ შეძლო მანიაკის ნამდვილი სახელის დადგენა, ხოლო დანაშაულები გაუხსნელი დარჩა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს