10 რამ, რაც ქალიშვილის დაბადების შემდეგ აღმოვაჩინე

10 რამ, რაც ქალიშვილის დაბადების შემდეგ აღმოვაჩინე

ბევრს მიამბობდნენ იმის შესახებ, როგორია მამობა, როგორ გრძნობს ადამიანი თავს ამ დროს. მაგრამ არავის უთქვამს, რა აღმოჩენებს გავაკეთებდი, როცა ქალიშვილი გამიჩნდებოდა. ყველაფრის პრაქტიკულად გამოცდა მომიწია. აი რამდენიმე აღმოჩენა, რისთვისაც არ ვიყავი მზად. წაიკითხე, თუ გინდა გაიგო, რა ხდება მამიკოს სულსა და გონებაში, როცა მას ქალიშვილი უჩნდება.

1. არავის არასოდეს უთქვამს, რომ ჩემი გოგონა ასე ადრე დაიწყებდა ბიჭებით დაინტერესებას

ერთხელ, როცა მე და მერი სპორტულ დარბაზში ვიყავით ერთად, მერიმ მოულოდნელად მითხრა: "მამიკო, იმ ბიჭს შეხედე, მომწონს". სატრენაჟორო დარბაზთან მდებარე კაფეში შევედით, ის ბიჭიც იქ დაგვხვდა და ჩემს გოგოს მისთვის თვალი არ მოუცილებია. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მერის ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ის ბიჭი მისთვის იდეალური იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა "მაგრამ" - ის ბიჭი დაახლოებით 18 წლის იყო, ჩემი პაწაწუნა კი – 3-ის.

2. ჩემთვის არასოდეს უთქვამს ვინმეს, რამდენად ძლიერ შემიყვარდებოდა ჩემი ცოლი

ჩემი ცოლის მინი-ვერსიის დაბადებამ მომცა საშუალება გამეგო, ვინ არის სინამდვილეში ჩემთვის ჩემი ცოლი. ცოლის ჩვევები, რომლებიც ადრე მაღიზიანებდა კიდეც, ახლა ჩვენს ქალიშვილში ვლინდებოდა და ისინი უკვე ძალიან საყვარლად მეჩვენებოდა.

3. არასოდეს უთქვამს ვინმეს, რომ ჩემი ქალიშვილისთვის პამპერსის გამოცვლა რევოლუციას მოახდენდა ქალის ანატომიის შესახებ ჩემეულ გაგებაში

ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა მისთვის პამპერსის ერთხელ გამოცვლა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს