"პრესტიჟული ნომრებისათვის თავპირისმტვრევაა!" - "ბლატნოი" ნომრები და ავტომფლობელები

"პრესტიჟული ნომრებისათვის თავპირისმტვრევაა!" - "ბლატნოი" ნომრები და ავტომფლობელები

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე Facebook-ზე ავტომობილების ახალი სანომრე ნიშნებზე საზოგადოების დამოკიდებულებაზე წერს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ბლატნოი" ნომრები ქურდული ცნობიერების გადმონაშთია და წუხს, რომ პრესტიჟულ ნომრების მოსაპოვებლად თავპირისმტვრევაა.

Facebook/ რომან გოცირიძე:

"პრესტიჟული ნომრებისათვის თავპირისმტვრევაა!

მანქანის ახალი სანომრე ნიშნების გამოცვლა 2020 წლამდე სავალდებულო არაა. მიუხედავად ამისა, მიაწყდა ხალხი პოლიციას ( ახლახან ვუყურე სიუჟეტს). "ბლატნოი" ნომრები, ქურდული ცნობიერების ეს გადმონაშთი, დასწრებაზეა. თუ პრესტიჟის "გამომუშავება" ძნელია, ყიდვა ძალიან მარტივია.

ამას სარგებელიც მოაქვს საზოგადოებისთვის: ჯერ ერთი, ბიუჯეტს ავსებენ, მეორეც, თუ რაიმეს დააშავებენ სწრაფადვე გამოავლენენ. მათი დამახსოვრება ხომ ადვილია?!

ახია მაგათზე.

პ.ს. "ანტიბლატნოურმა" განწყობილებამ ერთ რამეში ნამდვილად დამაზარალა და ვნანობ. ჩემს ახლობლებს კი არა, ხანდახან მეც არ მახსენდება ჩემი მობილურის უბრალო ნომერი. არ შეიძლება ყველაფერში პრინციპების დაცვა!:)", - წერს რომან გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს