"ამ მანქანიდან არასოდეს გადავყრით ნაგავს!" - გაწმენდს თუ არა ნაგვისგან ჩვენს ქვეყანას ახალი აქცია

"ამ მანქანიდან არასოდეს გადავყრით ნაგავს!" - გაწმენდს თუ არა ნაგვისგან ჩვენს ქვეყანას ახალი აქცია

მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, მარინე ბერიძე ახალი სოციალური აქციის იდეით გამოდის, რომელიც ქუჩაში ნაგვის დაყრას უკავშირდება.

"არა მგონია, ქუჩაში ნაგვის დაყრა იმაზე მძიმე დანაშაული იყოს, ვიდრე ამის გამკეთებლის ღორად მოხსენიება... საშინელება ხდება "ტაიმლაინის სანაგვეზე"... რა ვქნათ ახლა, გავაზიაროთ "სექენდ ჰენდი" ფოტოები და მივაწეროთ: "ამ ღორმა იმ ღორს ღორი დაუძახა"?...

ჩემი წინადადებაა: გადავუღოთ ჩვენს მანქანებს ფოტოები, დავდოთ ჩვენი პროფილის ან ქუდის ფოტოდ და მივაწეროთ: ამ მანქანიდან არასოდეს (// აღარასოდეს) გადაიყრება ნაგავი! შემოგვიერთდით! და გამოვიწვიოთ ჩვენი მეგობრები, თუნდაც თქვენ მიერ დაფიქსირებული მანქანების პატრონები (მათი მანქანის ნომრის მითითებით)...

ყინულიანი წყლისთავზეგადამსხმელო არმიავ, კი დიდ პატივს ვცემ თქვენს თავგანწირვას, მაგრამ ეს მაინც არ იყო ცეცხლსა და წყალში ჩადგომა მოყვასისთვის, თორემ მარცხენა ხელით რო წყალს ივლებ და მარჯვენათი მოყვასს ღორს და ათას საზიზღრობას უწოდებ, ისეთი რიხით, თითქოს არაფერი შეგეცოდოს აქამდე და არც არაფერი ეპატიებინოს შენთვის საზოგადოებას, რას ჰგავს? - ალბათ ასე ტრანსფორმირდა ქველმოქმედების და სიკეთის მთავარი ფორმულა: მარჯვენამ არ იცოდეს მარცხენა რას აკეთებსო?

ხოდა, პირდაპირ გეტყვით - ასე არ არის!

იქნება იმ კაცმა, ახლა მანქანიდან ნაგავი რომ გადმოაგდო, ან მისმა ნათესავმა და მსგავსმა გუშინ მე რაღაც ძალიან დიდი მაპატია, სიცოცხლის გაგრძელების ნება დამრთო... ხოდა ტენდენციური ვარ და ვიცავ ამ ფორმით.

ვისთვისაც არავის არაფერი არასოდეს უპატიებია, თვალი არ დაუხუჭავს და გამოსწორების საშუალება არ მიუცია, შემეკამათეთ!

ვიცი, რომ ორიგინალური არ ვარ... და თანაც კვლავ უმცირესობაში ვარ, მაგრამ, ეს ჩემი ჩვეული მდგომარეობაა და გადავიტან როგორმე!

ხოდა, თბილისში რომ ჩამოვალ, ბიძინას ორივე მანქანას ფოტოს გადავუღებ და ერთს პროფილის და ერთს "ქავერის" ფოტოდ დავდებ წარწერით: აქედან არასოდეს გადავყრით ნაგავს! შემოგვიერთდით! ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ ჩემს ჩამოსვლამდეც გააკეთოთ ეს... გჩუქნით იდეას. მე მხოლოდ გამეხარდება", - წერს ბერიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს