ჩხუბი მაღაზიაში ხურდის გამო

ჩხუბი მაღაზიაში ხურდის გამო

გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში დევნილი, 25 წლის ალექსანდრე ხ. მაღაზიაში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. ინციდენტი მაღაზიის მეპატრონესთან ხურდის გამო მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, მაღაზიის მეპატრონემ კლიენტს ხურდა არ დაუბრუნა, რასაც უკმაყოფილო კლიენტის მხრიდან აგრესია მოჰყვა. დაკავებული ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის ინფორმაციით, დაკავებულმა მაღაზიაში მდგარი ჩასარიცხი აპარატიც დააზიანა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დევნილის ინტერესებს, როგორც სოციალურად დაუცველს, უფასო იურიდიული სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს თანამშრომლები იცავენ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა