"სანამ რურუას და გივი თარგამაძეს - პოლიტკრიმინალის მამებს სტუდიაში ბრალმდებლად დაისვამთ, ნუ გიკვირთ რეიტინგის ვარდნა!"

"სანამ რურუას და გივი თარგამაძეს - პოლიტკრიმინალის მამებს სტუდიაში ბრალმდებლად დაისვამთ, ნუ გიკვირთ რეიტინგის ვარდნა!"

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მოქმედ ხელისუფლებას რეიტინგის ვარდნის მიზეზს განუმარტავს.

"ნაცები 9 წელი მუშაობდნენ ახალგაზრდობის მენტალურ ცვლილებებზე, ღირებულებების უგულვებელყოფაზე, ტრადიციული ურთიერთობების რღვევაზე.... ნაწილობრივ შეძლეს და აი, შედეგი!!!!..

ახლა, ამ ნაცახვრებს უნდათ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და მათ პროვოკაციებს და ავანტიურებს ავყვეთ!

ამ ხელისუფლების ბრალი კი იმაშია, რომ ვერც პასუხს ცემენ, ვერც თავს იცავენ, ვერც მეტყველებენ და მუდმივად უტვინო მოპასუხის მდგომარეობაში არიან!!!

სანამ რურუას და გივი თარგამაძეს (პოლიტკრიმინალის მამებს) სტუდიაში ბრალმდებლად დაისვავთ, სანამ პარლამენტში არ მორჩება ბაქრაძის, საყვარელიძის, გაბაშვილის კრიმინალური დემაგოგია, სანამ ერთადერთი მოპასუხე და შემფასებელი, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე, სააკაშვილი და მაჭავარიანი იქნებიან, ნუ გაგიკვირდებათ საკუთარი კრიტიკა და რეიტინგის ვარდნა! ნუ მოთხოვთ საზოგადოებას აპლოდისმენტებს!!!!!!!!!

ერთმანეთის შიში დაძლით!!!!!

სანამ თქვენ და ხალხს ერთი მტერი გყავთ, გაერთიანდით და ერთად გადარჩით, თორემ, მერე გვიანია ხოლმე თითზე კბენანი!!!", - წერს ხოფერია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს