საბავშვო ბაღი აჭარაში, სადაც გოგონები და ბიჭები დღეგამოშვებით დაჰყავთ

საბავშვო ბაღი აჭარაში, სადაც გოგონები და ბიჭები დღეგამოშვებით დაჰყავთ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საბავშვო ბაღში მშობლებს გოგონები და ვაჟები დღეგამოშვებით დაჰყავთ. ასეთი პროფილი საბავშვო ბაღმა იძულებით წელს შეიძინა. ამის მიზეზად კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგე ნანი ჯაფარიძე ერთი საპირფარეშოს არსებობას ასახელებს. მისი თქმით, ბაღში არსებული სამი საპირფარეშოდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს.

"ჩვენით შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომ ერთ დღეს გოგონები მიგვეღო, მეორე დღეს ბიჭები. ჯერჯერობით მორიგეობით დადიან, მაგრამ დღეს, მაგალითად, მშობლების უმრავლესობამ ბავშვები მოგვიყვანეს, დაგვიყარეს, რომ იტყვიან და წავიდნენ. თქვენ მოუარეთო. ზოგს პრობლემა აქვს სახლში", - აცხადებს ბაღის გამგე.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, შარშან გარემონტებულ შენობაში საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია და ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობას ორი თვის წინ შეატყობინა.

"ეს პრობლემა დაახლოებით, ორი თვეა არის. ჩვენს ბაღში სულ ორი საპირფარეშო მუშაობდა. რა თქმა უნდა, უჭირდა ფეკალურ მასებს გასვლა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას მაინც რაღაცნაირად ვახერხებდით", - აცხადებს ჯაფარიძე.

ქობულეთის გამგებელი აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ მედიისგან შეიტყო და საქმის პირად კონტროლზე აყვანას აპირებს.

"ბაღების გაერთიანებას ჰყავს დირექტორი, ია ხალვაში, მას მიმართეთ. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ბავშვები ბაღში მორიგეობით დადიან, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. რა ზომებს გავატარებ მალე გაიგებთ", - აცხადებს სულხან ევგენიძე.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა