ქუთაისში პატრულის თანამშრომლის მიერ ნაცემ მამაკაცს გულ-მკერდის ტრავმა და ნეკნების ჩატეხილობა აქვს

ქუთაისში პატრულის თანამშრომლის მიერ ნაცემ მამაკაცს გულ-მკერდის ტრავმა და ნეკნების ჩატეხილობა აქვს

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მცხოვრები 65 წლის მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სცემა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, პარტულის თანამშრომელმა მათი მეზობელი იმ მიზეზის გამო სცემა, თითქოს ის დანაშაულში იყო შემჩნეული.

"დაზარალებული საცხობში მუშაობს. პარტულის თანამშრომელმა გამოათრია საცხობიდან და უმოწყალოდ ცემა. მიზეზად ამბობდა, რომ თითქოს დანაშაულში იყო შემჩნეული, თან ემუქრებოდა, არ გაემხილა ცემის ფაქტი, თორემ უარესს მიიღებდა" , - ამბობენ დაზარალებულის მეზობლები.

დაზარალებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული. როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს გულ-მკერდის ტრავმა და ნეკნების ჩატეხილობა აქვს.

"პაციენტი გუშინ შემოიყვანეს, მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული. პაციენტს ჟურნალისტებთან გასაუბრება არ სურს. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომლებიც მოვლენ და დაკითხავენ", - აცხადებს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ხვედელიძე.

თავად პაციენტი და მისი ახლობლები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა