Apple-მა ახალი iPhone 6 წარმოადგინა

Apple-მა ახალი iPhone 6 წარმოადგინა

Apple-მა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ თავისი ფანები გაახარა - 9 სექტემბერს ახალი iPhone 6-ის და iPhone 6 Plus-ის პრეზენტაცია შედგა. პირველი მოდელის ეკრანი დიაგონალში 4,7 დიუმია (გაფართოება 1334 x 750) ხოლო მეორესი - 5,5 დიუმი (გაფართოება 1920 x 1080). ორივე ტელეფონს გააჩნია Retina HD ეკრანი და ალუმინის უკანა პანელი. iPhone 6 PLus-ის სისქე 7.1 მმ-ია (iPhone 5s-ზე 0.5-ით ნაკლები), ხოლო iPhone 6-ის - 6.9 მმ.

ტელეფონები Apple-ის ახალ პროცესორზე, A8-ზე იმუშავებს; ასევე, ჩადგმული აქვთ M8 პროცესორი. A8 25%-ით სწრაფია A7 პროცესორზე, რომელზეც iPhone 5s და iPad Air მუშაობს. სმარტფონებს 20 სახის LTE ქსელის მხარდაჭერა აქვს.

საუბრის რეჟიმში iPhone 6 14 საათი იმუშავებს, რაც 40%-ით უფრო მეტია, ვიდრე iPhone 5s. თუმცა, 3G ან LTE ქსელების მოხმარების დროს, მას 10 საათი მუშაობა შეუძლია.

მოწყობილობის აპარატი გაუმჯობესებულია, განახლებულია სენსორი, გაზრდილია პიქსელების რაოდენობა. თუმცა iPhone 6-ს, წინამორბედის მსგავსად, 8 მეგაპიქსელი აქვს. სმარტფონს აქვს სწრაფი ავტოფოკუსირების ახალი სისტემა, რომელსაც focus pixels ჰქვია. iPhone 6-ისა და iPhone 6 Plus-ის ფოტოკამერა ერთმანეთისგან განსხვავდება: ერთის ციფრულია, ხოლო მეორის - ოპტიკური.

სმარტფონი მუშაობს ახალ ოპერაციულ სისტემაზე - iOS 8-ზე, რომლის გამოსვლა Apple-მა უკვე დააანონსა. iPhone 6-ს ამერიკაში იგივე ფასი ექნება, რაც iPhone 5s-ს, ხოლო iPhone 6 Plus-ი 100 დოლარით ძვირი ეღირება.

ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს