როგორ გავხდეთ შემოდგომით

როგორ გავხდეთ შემოდგომით

შემოდგომის დადგომასთან ერთად კარადებიდან უკვე თბილი ტანსაცმელი გადმოვიღეთ. ცივ ამინდებში გვინდა პლედის ქვეშ დავიმალოთ, გემრიელი ფუნთუშებით, ბუტერბროდებით და სურნელოვანი ცხელი შოკოლადით გავთბეთ. მაგრამ ვივიწყებთ ფიგურას, რომლის სრულყოფასაც მთელი ზაფხული ვცდილობდით...

შემოდგომა-ზამთრის ცივ ამინდებში ძნელია თავი ვაიძულოთ და დილაობით სარბენად გავიდეთ, საღამოს კი ტელევიზორთან ჯდომა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სარბენ ბილიკზე ოფლის ღვრა. ამასთანავე, შემოდგომით განწყობა და მოტივაცია უფრო ნაკლებია, სამსახურში დატვირთვა იზრდება, დღის ხანგრძლივობა მცირდება.

იმისათვის, რომ ფიგურასთან ერთად შემოდგომით კარგი განწყობაც შევინარჩუნოთ, რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინება არ გვაწყენდა.

გავზარდოთ ძილის ხანგრძლივობა სულ რაღაც 1 საათით.

ასე უკეთ ვიგრძნობთ თავს ფიზიკურად. ორგანიზმს ეს უფრო დაეხმარება დაღლილობასთან და აპათიასთან ბრძოლაში, ვიდრე საკვები.

მივიღოთ მეტი ბოსტნეული და ხილი, რომელიც ამ დროს ჯერ ისევ უხვადაა - ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი, სხვადასხვა კენკრა, გოგრა, კომბოსტო, სტაფილო, ბადრიჯანი, ისპანახი და ა.შ. მათგან უამრავი დაბალკალორიული კერძის მომზადება შეიძლება

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს