იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება

იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება

ქუთაისში ე.წ. "ნიკეას ნაგავსაყრელის" დახურვის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, რის შემდეგაც ქუთაისის "აქილევსის ქუსლად "წოდებული ნახევარსაუკუნოვანი პრობლემა წარსულს ჩაბარდება.

"ნიკეას ნაგავსაყრელის" დახურვის შემდეგ კი ნარჩენების გატანა ქალაქგარეთ, ახალ ნაგვსაყრელზე მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება.

იმერეთის ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში, ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე (კოხი) განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია ქუთაისის ორ მთავარ შემოსასვლელ გზას (ქუთაისი-საფიჩხია, ქუთაისი-საღორია) შორის მდებარეობს.

ამჯერად ახალი ნაგავსაყრელისთვის გათვალისწინებული ადგილი დასახლებული პუნქტიდან 500-მეტრიანი ბუფერული ზონით არის დაშორებული, თუმცა, გოდოგნის მკვიდრნი შიშობენ, რომ შესაძლოა, ახალმა ნაგავსაყრელმა, იგივე პრობლემები შექმნას, რაც ქუთაისში მდებარე ნაგავსაყრელზე იყო. კერძოდ: არ იყო დაცული სანიტარული ნორმები, დაბინძურებული იყო არსებული საირიგაციო არხი, ნარჩენები მდინარეში ჩაედინებოდა. ადგილობრივები იმერეთის რეგიონალურ ნაგავსაყრელზე ნარჩენების თანამედროვე სტანდარტებით გადამუშავებას და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტიას მოითხოვენ.

როგორც გოდოგნელები საუბრობენ, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, დანაღმულია. მათი ინფორმაციით, წლების წინ, როდესაც სამხედროებმა ბაზა დატოვეს, ტერიტორიაზე ნაღმი რამდენჯერმე აფეთქდა. ადგილობრივები იხსენებენ ფაქტს, როდესაც მორიგ აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"წინა ხელისუფლების პირობებში, ნაგავსაყრელის მშენებლობა ქვაშავას ტერიტორიაზე დაიწყო, თუმცა, სამუშაოები გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. ახლა კი ყოფილ სამხედრო ბაზაზე აკეთებენ, რატომ შეარჩიეს მანცდამაინც დანაღმული ადგილი, როცა გაცილებით უსაფრთხო და ხელსაყრელი ტერიტორია უკვე შერჩეული იყო?" - აღნიშნავენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა