ბათუმში მამაკაცმა საკუთარი სახლისა და შიგნით მყოფი ოჯახის წევრების გადაწვა სცადა

ბათუმში მამაკაცმა საკუთარი სახლისა და შიგნით მყოფი ოჯახის წევრების გადაწვა სცადა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მაშინ მოუკიდა, როდესაც იქ მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მან ცეცხლი მცირეწლოვან ბავშვებს წაუკიდა, თუმცა ასე არ ყოფილა. ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი საცხოვრებელი ბინა დაწვა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურებას ნიშნავს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - აღნიშნავენ უწყებაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა