ქალი რევოლუციონერები, რომელთა შესახებაც ისტორიის გაკვეთილებზე არაფერს ყვებიან

ქალი რევოლუციონერები, რომელთა შესახებაც ისტორიის გაკვეთილებზე არაფერს ყვებიან

ასმაა მაფუზი

 

ასმაა მაფუზი თანამედროვე რევოლუციონერია, რომელმაც 2011 წლის იანვარში ეგვიპტეში ამბოხების დროს ვიდეო ბლოგი გამოაქვეყნა. ბლოგში ის ხალხს მოუწოდებდა, საპროტესტო ტალღას შეერთებოდნენ. ის ითვლება ეგვიპტის რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერად და ახალგაზრდების რევოლუციის ეგვიპტური კოალიციის ცნობილი წევრია.

კეტლინ ნილ კლევერი

კეტლინ ნილ კლევერი შავი პანტერების პარტიის წევრი იყო და პარტიის მმართველი ბირთვის პირველი ქალი წევრი. ის იყო ოფიციალური წარმომადგენელი და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მან ჩაატარა კამპანია პარტიის თავდაცვის მინისტრის ჰიუი ნიუტონის გასათავისუფლებლად. კეტლინი და სხვა ქალები, ისეთები, როგორიცაა ანჯელა დევისი, პარტიის ორ-მესამედს შეადგენდნენ.

სოფი შული

გერმანელი რევოლუციონერი სოფი შული იყო ანტინაცისტური წინააღმდეგობრივი ჯგუფის - ”თეთრი ვარდი” დამფუძნებელი, რომელიც ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ ილაშქრებდა. 1943 წლის თებერვალს ის და რამდენიმე დაჯგუფების წევრი დააკავეს პროკლამაციების გავრცელებისას მიუნხენის უნივერსიტეტში და გილიოტინაზე სიკვდილი მიუსაჯეს. პროკლამაციის ასლები, რომელსაც ”მიუნხენის სტუდენტების მანიფესტი” ერქვა, წლის ბოლოს დაჯგუფების მოკავშირეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ციდან ჩამოყარეს.

ნაძეჟდა კრუპსკაია

ბევრმა ნაძეჟდა კრუპსკაია ვლადიმერ ლენინის ცოლის სახელით იცის, მაგრამ ნაძეჟდა ბოლშევიკი რევოლუციონერი იყო. ის აქიურად იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში და აგრეთვე მსახურობდა საბჭოთა კავშირის განათლების მინისტრის თანაშემწედ 1929-1939 წლებში. ჩართული იყო მრავალ საგანმანათლებლო პროგრამაში. რევოლუციამდე იყო დაჯგუფება ”ისკრა”-ს მდივანი. რევოლუციის შემდეგ თავი განათლების სფეროში მუშაობას მიუძღვნა. ცდილობდა აემაღლებინა მუშების და გლეხების განათლების დონე და აქტიურად მუშაობდა, რომ ბიბლიოთეკები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

ლაკშმი სეგალი

ლაკშმი სეგალი, ცნობილი სახელით - ”კაპიტანი ლაკშმი”, რევოლუციონერი იყო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობისას, ინდოეთის ნაციონალური არმიის ოფიცერი და მოგვიანებით ქალთა საქმეთა მინისტრი აზად ჰინდის მთავრობაში. 40-იან წლებში ის რანი იანსის რეჟიმს ემსახურებოდა. რეჟიმი მთლიანად ქალებით იყო დაკომპლექტებული მეორე მსოფლიო ომის დროს და სახელი კიდევ ერთი ინდოელი რევოლუციონერი ქალის, რანი ლაკშიმიბაის პატივსაცემად ერქვა.

მომზადებულია filmsforaction.org-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს