"დელეგაციები ერთიმეორეს გაპუტავენ და შეიძლება ცოცხალიც არავინ დაგვიბრუნდეს!" - სალომე ზურაბიშვილი

"დელეგაციები ერთიმეორეს გაპუტავენ და შეიძლება ცოცხალიც არავინ დაგვიბრუნდეს!" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრების გამო ატეხილ აჟიოტაჟს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

"მართალია მზად არიან ერთი მეორე დაჰკლან , დელეგაციები კი ერთიმეორეს გაპუტავენ და შეიძლება ცოცხალიც არავინ დაგვიბრუნდეს !

..... მე კი ერთი კითხვა მაინც გამაჩნია: კლიმატურ ცვლილებების სამიტზე რა საკითხების წამოწევას ვაპირებთ ესოდენ მნიშვნელოვანი რომ გახდა ჩვენთვის? რომელ ჩვენ სამაგალითო გამოცდილებას გავუზიარებთ მსოფლიო თანამეგობრობას : ჩინელებს რომ მივეცით უძველესი კავკასიურ ხეტყის ჭრის და გატანის უფლება თუ საყრდისს და საერთოდ ოქროს საბადოებს როცა უცხო კომპანიებს ჰაერის კონტროლის, გარემოს გაჭუჭყიანების საფრთხეების შესწავლის და მისი დაცვის გარეშე ვაბარებთ?

რომელ ინიციატივის გამოცხადებას (და სხვათაშორის სულაც არაა ეს ცარიელი კითხვა ან არა რეალისტური, რადგანაც სწორედ საქართველოს ტიპის და ზომის ქვეყანას, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია წამყვანი როლი დაიკავოს ამ საკითხებში თუ კი... (და ეს "თუ კი" არის მთავარი) ამაზე ნაფიქრი აქვს და თავის პარტნიორებთან ამ მიმართულებით უკვე აზრებიც გაცვლილი და შეჯერებული!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს