ლურჯი თვალები 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში გაჩნდა

ლურჯი თვალები 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში გაჩნდა

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა მუტაცია, რაც იწვევს მისტიკურ ფენომენს - ლურჯ თვალებს. ყველა ლურჯთვალება ხალხი გენეტიკურად იმ ადამიანთან არის კავშირში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა დაახლოებით 6000-10000 წლის წინ.

კვლევა გამოქვეყნდა გენეტიკის ჟურნალში. კვლევის მიხედვით, გენის მუტაცია - "ოსიეი 2" 8000 წლის წინ გაჩნდა. მისი კვალი აშკარად შავი ზღვისპირეთში მცხოვრები წინაპრებიდან მოდის.

ექიმი ჰანს ეიბერგი ირწმუნება, რომ მანამდე ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა. "გენეტიკურმა მუტაციამ "ოსიეი 2" ადამიანის ქრომოსომაში გენზე იქონია გავლენა და შედეგად მოხდა "გადართვა", რომელმაც შესაძლო გახადა თვალის ფერი ყავისფრის გარდა, სხვა ფერით შეცვლილიყო", - ამბობს ეიბერგი.

ყავისფერი მელანინის პიგმენტი კვლავ დომინანტია მსოფლიოში. თუმცა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდიდან ევროპელებს ჩამოუყალიბდათ იშვიათი მუტაცია, რამაც ისინი ადამიანების რასის სხვა წარმომადგენლებისგან განასხვავა.

სკანდინავიურ ქვეყნებში ევროპელების 95%-ს ლურჯი თვალები აქვს.

მომზადებულია earthweareone.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს