"წააკითხეთ ბიძინას!" - სიმართლე საქართველოს პრეზიდენტზე

"წააკითხეთ ბიძინას!" - სიმართლე საქართველოს პრეზიდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები არაერთხელ გახდა საზოგადოებაში და პოლიტიკურ ეშელონებში სადაო თემა.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე,  გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტისთვის მანამდე მინიჭებული არაერთი უფლებამოსილება ჩამოართვეს. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ის არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარმართავს და ახარციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

სწორედ ამ მესიჯს შეიცავს ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის სტატუსი ფეისბუქზე.

"საქართველოს პრეზიდენტი

მუხლი 69

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. (6.02.2004.N3272)

2. საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად.

3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.

(მუხლი 69 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი

მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.)" - აქვეყნებს კონსტიტუციიდან ნაწყვეტს მერაბ მეტრეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს