"ჟვანიას სავარაუდო მკვლელები მოსკოვთან კავშირში იყვნენ" - რა ინფორმაციას ფლობს ირაკლი კაკაბაძე პრემიერის გარდაცვალების საქმეზე

"ჟვანიას სავარაუდო მკვლელები მოსკოვთან კავშირში იყვნენ" - რა ინფორმაციას ფლობს ირაკლი კაკაბაძე პრემიერის გარდაცვალების საქმეზე

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც კაკაბაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას სავარაუდო მკვლელები მოსკოვთან იყვნენ დაკავშირებული.

Facebook/ ირაკლი კაკაბაძე:

"დღეს, ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. როგორც მე გავიგე, პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მისი ერთ-ერთი სავარაუდო მკვლელობის დამკვეთი მოსკოვში გადაფრინდა მასთან კამათის შემდეგ მეორე დილასვე. როგორც ამბობენ, მას შეხვედრა ჰქონდა გრუ-ს მაღალ ოფიცრებთან. ეს ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, რომ ჟვანიას მკვლელობაში დაინტერესებული იყო მოსკოვში გარკვეული წრეები.

ჯერჯერობით ძალიან რთული სათქმელია ვინ იყო ეს - სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, თუ უშუალოდ პოლიტიკური ლიდერშიპი. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - მისი სავარუდო მკვლელები მოსკოვთან კავშირში იყვნენ.

საინტერესოა, ჟვანიას საქმის გამოძიებას რამდენად აქვს ეს მასალები? რამდენად არის მოსკოვის კვალი შესწავლილი ამ საქმეში?

რატომ იყო რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს კვალი მთლიანად იფარცხებოდა?

რატომ შეიძლება დასჭირვებოდა მოსკოვს პრემიერ ჟვანიას მოკვლა?

ყველა ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხია გასაცემი. ეს პასუხები არსებობს - მაგრამ საკითხავია, გავიგებთ ჩვენ მათ?", - წერს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს