ეკო ფანგანის პირველი კომენტარი გიორგი აბაშიძესთან ”რომანის” შესახებ

ეკო ფანგანის პირველი კომენტარი გიორგი აბაშიძესთან ”რომანის” შესახებ

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის შვილი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. შსს-ს ინფორმაციით, აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. დაკავებული ამჟამად გათავისუფლებულია.

აბაშიძის დაკავების შემდეგ მედიასაშუალებები აბაშიძის საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე ალაპარაკდნენ. როგორც Ambebi.ge-ს გიორგი აბაშიძის მეგობარმა უამბო, უკვე 5 წელია გიორგი რუს გოგოზეა შეყვარებული. ის მხატვარია და წყვილი მალე დაქორწინებას გეგმავს.

თუმცა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აბაშიძეს საქართველოში პოპულარულ მოდელთან, ეკო ფანგანთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა.

გავრცელებულ ინფორმაციას ეკო "ფეისბუქით" გამოეხმაურა.

"საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ყოველთვის ვერიდები ჟურნალისტებზე რაღაცის დაწერას, თითქმის ყველა მეგობრებში მყავს და ბევრ მათგანს დიდ პატივს ვცემ, როგორც ჟურნალისტს და ადამიანს. მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ჟურნალისტების დიდი ჯგუფის არაპროფესიონალიზმი და უკაცრავად და სიბანძე! (უწიგნურობაზე, გაუნათლებულობაზე და ელემენტარული გრამატიკის არ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ) მეგობრების პირადი ფოტოალბომებიდან ამოღებული ფოტოებით საკუთარი მწირი ფანტაზიით შექმნილი ისტორიების გამოქვეყნება, მეტყველებს ამ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე და ის გვერდები კი, სადაც ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია იბეჭდება, არის ყოვლად შეუმდგარი საცოდავი ვითომ მედია სივრცე! მართლა ცოდოა ყველა, ვინც ჩემი და გიორგი აბაშიძის უაზრო ისტორია თავისით ააგორა, მეც და გიორგისაც რაღაცეები მოგვაკერა და ამდენი თვეა იმეორებს! ფოტო გადაღებულია გაზახულზე ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე!! მას მერე არც მინახავს გიორგი აბაშიძე,თუმცა ბავშვობიდან ვმეგობრობ, რადგან ძალიან ადრე მამაჩემი რამდენიმე წელი აჭარაში მოღვაწეობდა! გასაგებია?! თქვენ ხომ არაფერი გაგეგებათ ჟურნალისტობის და იმას მაინც მიხვდით, რომ თქვენი ბანძი ჭორების გამო, სხვა ადამიანებს, შეიძლება, ზიანი მიადგეს, მაგრამ ამდენი აზროვნების უნარი ვის აქვს!! ყველას, ვინც ამ პოსტს თავის თავზე მიიღებს, წარმატებებს ვუსურვებ!", - წერს ეკო ფანგანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს