ქალი მეცამეტე სართულიდან გადმოხტა და სასწაულებრივად გადარჩა

ქალი მეცამეტე სართულიდან გადმოხტა და სასწაულებრივად გადარჩა

მოსკოვში 31 წლის ქალი კორპუსის მეცამეტე სართულიდან გადმოხტა და გადარჩა. ის ტროტუარზე გაჩერებული ”მერსედესის” სახურავზე დაეცა. ამასთან, დაცემის შემდეგ ქალი მაინც გონზე იყო.

აღსანიშნავია, რომ მანქანა უფრო ძლიერად დაზიანდა, ვიდრე მასზე დაცემული ქალი. თვითმხილველებმა ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გამოუძახეს. ”მე შევეკითხე, თავად გადმოხტით, თუ ვინმემ გადმოგაგდოთ-თქო, რაზეც მიპასუხა - არა, მე თვითონო. როგორც მივხვდი, უარყოფილი სიყვარულის და სტრესის გამო ჩაიდინა ეს”, - ყვება შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალი მრავალრიცხოვანი ჭრილობით და მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოველ ქალს მოტეხილი აქვს მხარი, ორივე თეძო და გაბზარული აქვს თავის ქალა. მას მუცლის ტრავმა და დახურული ტვინის ტრავმა აღენიშნება. ვარდნის მომენტში დაზარალებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მომზაებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს