ბიჭმა თავდასხმის შემდეგ თავის ქალის ნახევარი დაკარგა

ბიჭმა თავდასხმის შემდეგ თავის ქალის ნახევარი დაკარგა

დამნაშავემ თავისი მეზობელი ჩაქუჩით იმის გამო სცემა, რომ ის არაჰეტერონორმატიული სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობდა.

21 წლის ჟოზეფ უილიამსმა, რომელმაც საკუთარი მეზობელი ჩაქუჩით სცემა, როდესაც გააცნობიერა, რა ჩიდინა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დანაშაული აღიარა.

გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო თავს მაშინ დაესხა, როდესაც მას ეძინა. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, უილიამსს ეგონა, რომ მეზობელი მოკლა. თუმცა დაზარალებული, 18 წლის კონორი გადარჩა, მაგრამ ახლა ეპილეფსიით იტანჯება.

ლონდონის სასამართლომ დამნაშავეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ნახევარს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ ციხეში გაშვების საშუალებას არ იძლევა - დამნაშავე ძლიერი დეპრესიით იტანჯება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს