ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად - რა მოხდა გორში პატრულსა და ავარიაში მოყოლილ მძღოლს შორის

ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად - რა მოხდა გორში პატრულსა და ავარიაში მოყოლილ მძღოლს შორის

პოლიციელებსა და 22 წლის გიგა ზარხოზაშვილს შორის, გორის ცენტრში, 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ზარხოზაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება 10 სექტემბერს გორის ბაზრის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავარიაში მოყოლილმა გიგა ზარხოზაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

გიგა ზარხოზაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგა ზარხოზაშვილი დაეჯახა სამ მანქანას. ის მიმალვას ცდილობდა, არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას. ის მიემალება გამოძიებას, ხელს შეუშლის გამოძიების პროცესის წარმოებას, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე და შესაბამისად, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იქნეს გამოტანილი", - განაცხადა პროცესზე პროკურორმა მგალობლიშვილმა. ის პარლამენტარ თამაზ შიოშვილის დეიდაშვილია.

გიგა ზარხოზაშვილს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ კი მოსამართლეს ის გარემოებები აუხსნა, თუ რატომ უნდა გამოყენებულიყო გირაო ბრალდებულის მიმართ.

"გიგა ზარხოზაშვილი ადრე ნასამართალევი არ არის. ბოლო დრომდე, როგორც ხელოსანი, დაკავებულია შრომითი საქმიანობით, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. გორის ბაზრის მოვაჭრეებს და მეზობლებს შორის შეგროვებულია 300-ზე მეტი ხელმოწერა, რომლითაც ის დადებითად ხასიათდება. ის აგრესია გამოწვეული იყო იმით, რომ პატრულის თანამშრომელმა მის ავადმყოფ, ახლად ნაოპერაციებ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა