82 წლის ინდოელმა, იოგით გატაცებულმა პრაჰლად ჯანიმ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ცარიელი მუცლით გაატარა. ის ამტკიცებს, რომ ენერგიას კოსმოსიდან იღებს.
თავიდან მედიკოსებს ის თაღლითი ეგონათ, მაგრამ გამოკლევის შემდეგ აზრი შეიცვალეს. უნიკალური იოგი საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის დააწვინეს. შედეგებმა მეცნიერები შოკში ჩააგდო და ახლა ისინი ცდილობენ დაადგინონ, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ თუ არა საკვების და წყლის გარეშე ცხოვრება.
ჯანი ამბობს, რომ 70 წელია წყლის და საჭმლის გარეშე ცხოვრობს. მისი თქმით, რვა წლისას ინდოელი ქალღმერთი გამოეცხადა. მას ბავშვი შეეცოდა და ეს არაჩვეულებრივი უნარი უბოძა. მას შემდეგ ყველაფერი, რაც სიცოცხლისთვის სჭირდება, არის ორი წვეთი ნექტარი, რომელსაც, მისი თქმით, ქალღმერთი უგზავნის. მეცნიერები ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.
იოგი იზოლაციაში ერთი კვირის მანძილზე იყო და მას მუდმივად აკვირდებოდნენ კამერებით. მთელი კვირა მამაკაცს არ უჭამია და არ დაულევია. ყოველ დღე ექიმი აკვირდებოდა, რომ სისუსტის ნიშნები აღმოეჩინა, მაგრამ უშედეგოდ. მათ არმოაჩინეს, რომ იოგის ტვინის უჯრედები 25 წლის ადამიანის უჯრედების მდგომარეობაშია. სხეული კი ახალგაზრდა და ჯანმრთელია.
ექიმები ამბობენ, რომ ეს ბიოლოგიური სასწაულია. ჯანის 35 ექიმი იკვლევს. ისინი ამბობენ, რომ იოგამ საკუთარ სხეულში ბიოლოგიური ცვლილებები გამოიწვია. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს შემთხვევა მათ ექსტერმალურ პირობებში გადარჩენის საშუალებას აპოვნინებს. უნიკალურ პაციენტზე დაკვირვება კიდევ ორ კვირას გაგრძელდება.
მომზადებულია collective-evolution.com-ს მიხედვით.
იხილეთ ვიდეო