10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებ სტუმრობენ

10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებ სტუმრობენ

ყოველწლიურად  UNWTO  ადგენს მსოფლიოს ყველაზე ნახვადი ქვეყნების სიას. ამის პარალელურად, ორგანიზაციის მოხსენებაში ხვდებიან ის ქვეყნებიც, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ  10 ქვეყანას, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ:

10. პალაუ - წყნარ ოკეანეში მდებარე ეს ქვეყანა 328 კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა 20,9 ათას ადამიანს შეადგენს. 2013 წელს ქვეყანა 105 ათასმა ტურისტმა მოინახულა.

9. მოლდოვის რესპუბლიკა - საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა 2013 წელს 96 000 ადამიანმა ნახა.

8. აღმოსავლეთ ტიმორი - ქვეყანა ავსტრალიის ჩრდილოეთით, 450 კილომეტრში მდებარეობს. 2013 წელს მას 78 000 ტურისტი ესტუმრა.

7. დომინიკა - კარიბის ზღვასა და ატლატიკის ოკეანეს შორის მდებარე ეს კუნძულ სახელმწიფო თავისი პირველყოფილი ბუნებით გამოირჩევა. 2013 წელს ქვეყანას 78 ათასი ტურისტი ჰყავდა.

6. სენტ-ვინსენტი და გრენადინები - კარიბის ზღვის ქვეყანას 2013 წელს 72 000 ტურისტი ეწვია.

5. ანგლია - ანგლიას კუნძული, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს და რომელიც დიდი ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიაა. კუნძულზე 13 000 ადამიანი ცხოვრობს. გასულ წელს მას 69 000 ტურისტი ესტუმრა.

4. ლიხტენშტეინი - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. დაბალი გადასახადები და ლიბერალური პოლიტიკა საბანკო დეპოზიტებთან მიმართებაში, ლიხტენშტეინს ევროპაში "საგადასახადო სამოთხედ" აქცევს. გასულ წელს ქვეყანას 60 000 ტურისტი სტუმრობდა.

3. ნიუე - სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულს გასულ წელს 7 000 ტურისტი ჰყავდა.

2. მონტსერატი - კარიბის ზღვაში მდებარე ამ კუნძულს გასულ წელს 7 000 ტურისტი ეწვია.

1. კირიბატი - წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო. ქვეყანას გასულ წელს 6 000 ტურისტი სტუმრობდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს