გვალვამ მოსავლიანობა შეამცირა

გვალვამ მოსავლიანობა შეამცირა

ხანგრძლივი გვალვის გამო, საქართველოს თითქმის ყველა ტერიტორიაზე მოსავლიანობამ იკლო. შემცირებულია მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ხილის მოსავალი.

კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს საკვების მარაგის პრობლემა შეექმნათ. მოსახლეობა შიშობს, რომ ფქვილი და სიმინდი სეზონის ბოლომდე არ ეყოფათ, ხოლო სულ მალე სარეალიზაციო პროდუქტის დეფიციტი შეიქმნება, რაც სურსათს საგრძნობლად გააძვირებს. მოსავლის სიმცირე ყველაზე მეტად იმ სოფლებშია, სადაც წყლის დეფიციტია.

"მთელი შრომა წყალში ჩაიყარა, რაც ამინდს გადაურჩა, მხოლოდ რამდენიმე თვის სამყოფია, სეზონის ბოლომდე არც გვეყოფა. ჩვენი ვენახიც 60%-ით გაფუჭდა", - ასეთი შემთხვევა, შეიძლება, 40 წელიწადში ერთხელ იყოს" , - ამბობს ყვარელში მცხოვრები ლია შაქარაშვილი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა