თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"

თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"

რაიონში ვცხოვრობ და ჩემი ერთადერთი შვილი - რეზიკო, ათწლიანი უშვილობის შემდეგ შემეძინა. ამიტომ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ცოლს მოიყვანდა და ჩემს სახლშიც ირბენდნენ შვილიშვილები. სამი წლის წინ კომპიუტერით თბილისელი გოგო გაიცნო. გამიხარდა, რომ ვიღაც შეუყვარდა, მაგრამ მაინც გავაფრთხილე, რომ ქალაქელ გოგოს, რაიონში ცხოვრება გაუჭირდებოდა და ჩვენ კი იმის საშუალება არ გვქონდა, რომ მათთვის ბინა დედაქალაქში გვეყიდა.

რამდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. რძალი - თიკა, 23 წლის იყო, მაგრამ ბავშვური შეხედულება ჰქონდა. თბილად მივიღე, როგორც საკუთარ შვილს ისე ვუვლიდი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რეზიკომ გამომიცხადა, დედა ჩვენ აქ ცხოვრება არ გვინდა, ორი წლით საფრანგეთში წავალ სამუშაოდ თბილისში ბინის საყიდელ ფულს მოვაგროვებო. არ მჯეროდა, რომ თიკა უშვებდა, მაგრამ მითხრა, შვილის ყოლას ჯერ მაინც არ ვგეგმავთ და პირიქით, მასაც ძალიან უნდა, რომ წავიდე და მერე თბილისში ვიცხოვროთო. სამი ღამე არ მეძინა, რძალს თვალს ვერ ვუსწორებდი. ნევრები მეშლებოდა, რომ ერთადერთი შვილი ამხელა გზაზე, მიდიოდა. ან იქ რა უნდა ემუშავა, ალბათ სხვა ბევრი ქართველივით მოიპარავდა.

ორ თვეში რეზიკო საფრანგეთში წავიდა. 2000 ევრო ვალი აიღო და დაგვპირდა, გამოგიგზავნით და ნელ-ნელა გადავიხდიო. რძალი თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა და თავს მევლებოდა. მეც მალე მომიბრუნდა გული, იქნებ ამათვის ასე აჯობოს-თქო. საღამოობით თურქულ სერიალებს ვუყურებდით, მთელი ოჯახი ისე ვიყავით ჩართულები, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ჩემი ქმარიც კი თუ სერიალი გადიოდა, სუფრის გაშლასაც არ მთხოვდა, საყურებლად ჯდებოდა.

რეზიკო ხშირად გვირეკავდა, ორჯერ გამოგვიგზავნა 200-200 ევრო.

ერთ დღეს თიკამ მითხრა, თურქეთში დასასვენებლად მინდა წასვლა ჩემს ბიძაშვილთან ერთად, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდა, ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავო. არ დავუშალე ან ვინ მკითხავდა. რეზიკო ადვილად დაითანხმა და ერთი კვირით თბილისელ ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა. იქიდან დაბრუნებულს მალე შევატყე ცვლილება. თვალს ვერ მისწორებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. ტელეფონი რომ დაურეკავდა, გიჟივით გარეთ გარბოდა და ძველებურად აღარ მესიყვარულებოდა. ცვლილება რეზიკომაც შეატყო, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, - დედა, თიკას ყურადღება მიაქციე, ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენებაო.

ერთ დღეს ჩემი რძალი სახლიდან გაქრა. ღამეც რომ არ გამოჩნდა, ქვეყანა შევყარე, თბილისშიც დავრეკე მშობლებთან, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. უკვე პოლიციის ჩართვას ვაპირებდით, როცა ბიძაშვილს წამოსცდა, არ გინდათ, თიკა თურქეთში გათხოვდა და ძალიან ბედნიერია, მალე თვითონ დარეკავსო. როგორც გავარკვიეთ დასასვენებლად რომ იყვენენ სასტუმროს მეპატრონეს მოსწონებია და ჩემი რძალიც ადვილად მოუხიბლავს. ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე ურეკავდა და ერთხელ ჩამოაკითხა კიდეც. ბოლოს კი ცოლობაზეც კი დაითანხმდა და ვინმე აჰმედს მეოთხე ცოლად გაჰყვა.

ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის.

იხილეთ გაგრძელება

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები