მამაკაცს ქალზე ხუთი წუთით მეტი ძილი სჭირდება

მამაკაცს ქალზე ხუთი წუთით მეტი ძილი სჭირდება

ფინეთში მეცნიერებმა, როგორც იქნა, გაარკვიეს როგორ უნდა იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად საკუთარ მეუღლესთან ერთად. მამაკაცს ამისთვის მხოლოდ 5 წუთით მეტი ძილი სჭირდება, ვიდრე ქალს. კვლევა ფინეთის მედიცინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კვლევის ფარგლებში ძილის ოპტიმალური დროის დასადგენად, ჩატარდა გამოკითხვა 1875 ქალს და 1885 კაცს შორის, რომელთა ასაკიც 30 წელს აღემატებოდა.

შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ ძილისთვის ოპტიმალური დრო, რომლის შემდეგაც მამაკაცი თავს მხნედ გრძნობს, 7 საათი და 42 წუთია. აი, ქალებს კი 5 წუთით ნაკლები ძილი ესაჭიროებათ. მათი ოპტიმალური ძილის დრო 7 საათი და 28 წუთია, - წერენ გამოკვლევის შედეგების შესახებ ჟურნალში Sleep.

გარდა ამისა, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ადამიანები, როლებსაც 7-8 საათი სძინავთ დღეში, უფრო ნაკლებ ავადდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც 5 საათზე ნაკლები ან 10 საათზე მეტი სძინავს.

”საერთოდ, ნებისმიერი ადამიანისთვის ძილის საკითხი ინდივიდუალური რამაა, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ოპტიმალური ძილის დრო აღმოაჩინო. რა თქმა უნდა, არ ღირს საკუთარი საწოლით ბოროტად სარგებლობა, რადგან მუდმივი გამოუძინებლობა ან ზედმეტი ძილი ნეგატიურად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე”, - აცხადებენ ფინელი სპეციალისტები.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს