ექვსი საუკუნის მარანი და საწნახელი ველისციხეში

ექვსი საუკუნის მარანი და საწნახელი ველისციხეში

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ექვსი საუკუნის მარანია, რომელიც ფირაშვილების ოჯახს ეკუთვნის. მარნის მთავარი ღირსება 600 წლის უძველესი საწნახელია, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. საწნახელი ერთი ხისგანაა გათლილი, სიგრძეში - 6, სიგანეში კი 1,5 მეტრია.

"ეს საწნახელი პაპას უყიდია ვიღაც უშვილო ქალისგან. მას შემდეგ აქ არის. 600 წლისაა და დაახლოებით 200 წელია, რაც ხმარებაში აღარ არის. მასიური ხეა. რამდენჯერმე შემომთავაზეს რომ გამეყიდა, ინგლისში უნდა წაეღოთ, მუზეუმში. ნახევარ მილიონ დოლარს მაძლევდნენ, მაგრამ არ გავყიდე და სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება. მე რომ ვიცი, ჩემმა წინაპარმა რა წვალებით დამიტოვა, როგორ იყიდა, მე იმას ვერ გავყიდი. ჩემ შვილებს უნდა დავუტოვო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ფირადაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა