ბორტგამცილებლები ზედმეტად მოკლე ქვედაბოლოების გამო ჩივიან

ბორტგამცილებლები ზედმეტად მოკლე ქვედაბოლოების გამო ჩივიან

იაპონური ავიაკომპანიის ”სქაიმარკ ეარლაინსის” ბორტგამცილებლებმა ხელმძღვანელობას ახალი ფორმების გამო შესჩივლეს, რომლებიც ზედმეტად გამომწვევია. ბორტგამცილებლები უკმაყოფილონი არიან, რომ უნიფორმის ქვედაბოლოები ზედმეტად მოკლეა.

პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია ბორტგამცილებლებს როგორც პროდუქტს, ისე უყურებს. თანამშრომლების აზრით, მინი კაბები კლიენტების მოსაზიდად შემოიღეს. ამასთან, ბორტგამცილებლები მიიჩნევენ, რომ მოკლე ქვედაბოლოები საქმის კარგად შესრულებაში ხელს შეუშლით. მგზავრები დაიწყებენ ფორმის თვალიერებას, ფოტოების გადაღებას და შესაძლოა, დაიწყონ მათი შეწუხებაც. ეს ყველაფერი მუშაობის ეფექტურობაზე ცუდად აისახება.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომელთა პრეტენზიაზე განაცხადა, რომ ახალ ფორმას ბორტგამცილებლები სურვილის მიხედვით აარჩევენ და მათ შესაძლებლობა ექნებათ, უარი თქვან მოკლე ქვედაბოლოებზე, თუ ასე ძალიან არ მოსწონთ.

მომზადებულია zarplata.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს