ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო

ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად გადმომსვლელი მოზარდების რაოდენობა ყოველ წელს იკლებს. ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციული საზღვარი 31-მა მოსწავლემ გადმოკვეთა, მაშინ როცა გასულ წლებში მათი რაოდენობა 100-მდე იყო. როგორც ე.წ. მოსაზღვრე სოფლის სკოლების დირექტორები აცხადებენ, ეს 2014 წლის დასაწყისში მიღებულმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როცა მან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ე.წ. სასაზღვრო ზოლის გავლა აუკრძალა. მიზეზად დასახელდა ის, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამისთვის საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის წყოუშის თემი ოკუპირებულ სოფელ საბერიოს ესაზღვრება. სოფლებს მავთულხლართები და ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჰყოფს. წყოუშის სკოლაში მოსაზღვრე საბერიოდან ადრე 60 მოზარდი მოდიოდა, ახლა კი 13 კვეთს პირობით საზღვარს. ახალი სასწავლო წლისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ყველა მათგანმა მოახერხა, თუმცა თანაკლასელებს გაკვეთილზე დაგვიანებით შეუერთდნენ.

როგორც წყოუშის თემის სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია აცხადებს, გამშვებ პუნქტთან მათი საბუთების გადამოწმებას გარკვეული დრო დასჭირდა. მისივე თქმით, მშობლების და მოსწავლეების ნაწილს აქვს მიზეზები, თუ რატომ არ სურთ აფხაზეთის სკოლებში სწავლა. "იქ ქართული მარტო ორი საათი ისწავლება. ეს უფროსკლასელი ბავშვები ვერ მეტყველებენ რუსულად კარგად, გაუჭირდებათ სწავლა და ამიტომაც ასე გადაწყვიტა აფხაზეთის ხელისუფლებამ", - ამბობს გოგოხია.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა