კახეთში მდინარე დიდხევსა და სტორზე 2 ჰესი აშენდება

კახეთში მდინარე დიდხევსა და სტორზე 2 ჰესი აშენდება

კახეთში, მდინარე დიდხევსა და სტორზე ჰიდროელექტროსადგურები აშენდება. "დიდხევის" და "სტორი 1"-ის ჰესების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირების შესახებ განკარგულება ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით უკვე გამოიცა.

მთავრობის 1565-ე განკარგულების მიხედვით, მდინარე დიდხევზე ჰიდროელექტროსადგურს შპს "დეკა" ააშენებს. "დიდხევი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.3 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 7 მილიონი კვტ/სთ.

რაც შეეხება "სტორი 1-ის" ჰიდროელექტროსადგურს, მას შპს "გოტა" ააშენებს.

პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 25,2 მლნ ლარია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 14 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 69,37 მლნ. კვტ/სთ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა