რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

რეაბილიტირებულ რაბათის უბანში მცხოვრებ ორ ოჯახს, სახლის ფასადის თვითნებური შეცვლისთვის 5.000 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, მფლობელები ვალდებული იქნებიან შენობას პირვანდელი სახე აღუდგინონ.

ათონელის ქუჩაზე, 108-2 ნომერში მცხოვრები ეკატერინე კაპანაძე სახლში კომერციული ობიექტის გახსნას გეგმავს. ამისთვის, რამდენიმე თვის წინ, შენობის პირველ სართულზე ფანჯარა ამოიღო და მეტალოპლასტმასის კარი ჩასვა. ამბობს, რომ ნებართვა არავისთვის უთხოვია.

"არავის გავუფრთხილებივართ, რომ ცვლილება არ შეიძლება. ხელშეკრულება გავაფორმეთ მარტო იმ დროს, როდესაც რეაბილიტაციის დროს ქირით გავედით. ამ ადგილას შესაძლოა მაღაზია გავხსნა", - ამბობს იგი.

კაპანაძეებისგან განსხვავებით, მერიისგან გამაფრთხილებელი წერილი უკვე მიიღო ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრებმა შავაძეების ოჯახმა. როგორც ოჯახის დიასახლისი ციალა შავაძე განმარტავს, მას კარები კომერციული მიზნისთვის არ გაუკეთებია, სახლში შესასვლელად დასჭირდა.

"პროექტი ჩაბარებული არ იყო, როცა ეს გავაკეთე. რეაბილიტაციამდე აქ კარი მქონდა, ახლა ორი ქვა ჩამოვიღე, სხვა არაფერი გამიკეთებია. წერილი კი ახლა მომივიდა მერიიდან, სადაც წერია, დაუბრუნეთ პირვანდელ სახესო. კიბეები მივამატე, მეტი არაფერი. ვერ დამაჯარიმებენ, არ არსებობს იმის დოკუმენტაცია, რომ ფასადი დავამახინჯე. მაშინ, ეს უნდა დამიმტკიცონ", - აცხადებს ციალა შავაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა