სულზე 50 თეთრი - თანხის ამოღება ძველი მეთოდით

სულზე 50 თეთრი - თანხის ამოღება ძველი მეთოდით

კასპის მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქსა და რაიონის მოსახლეობას ორი თვეა კარებზე დასუფთავების გადასახადის ქვითრები, სულზე 50 თეთრის ოდენობით, ხვდება. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მრავალსულიანია და სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან, სულზე დაწესებული გადასახადი მძიმე ტვირთს წარმოადგენს. ამ პრობლემით სოფელ აღაიანის მოსახლეობამ ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრს, ხათუნა თათანაშვილს მიმართა.

აღნიშნული საკითხი კასპის საკრებულოს სხდომაზეც დაისვა. როგორც თავმჯდომარემ სხდომაზე განმარტა, 50 თეთრი გათვალისწინებულია 4 სულამდე ოჯახებისთვის, ხოლო უფრო დიდ ოჯახებს კი ორი ლარი ეკისრებათ.

ხათუნა თათანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს შეახსენა, რომ საკრებულოს მიერ 2007 წელს მიღებული განკარგულება დღესაც ძალაშია.

"იმასაც, რასაც ბატონი თავმჯდომარე ამბობს, არასწორია. განკარგულება, რომელიც ძველმა საკრებულომ მიიღო, დღესაც ძალაშია. იქ, სწორედ, სულადობრივი გადასახადია გათვალისწინებული. მას შემდეგ იმ განკარგულებაში ცვლილება არ შესულა. გამოდის, რომ ისევ ძველი მეთოდით ვმუშაობთ, რის შეცვლაც ხალხმა გვთხოვა" - აღნიშნა თათანაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა