შეცდომები, რომელსაც სამზარეულოში ყველაზე ხშირად უშვებენ

შეცდომები, რომელსაც სამზარეულოში ყველაზე ხშირად უშვებენ

საჭმლის მომზადების პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა, შეიძლება მხოლოდ კერძი კი არა, ხასიათიც გაგიფუჭოთ და კულინარობის სურვილი გაგიქროთ. იმისათვის, რომ ეს პროცესი სიამოვნებად იქცეს, საჭიროა იცოდეთ, სად იმალება უსიამოვნებები.

1. კარტოფილისა და პომიდვრის ერთად მომზადება.

თუ უმ კარტოფილს ცოცხალ პამიდორს დაამატებთ, რამდენ ხანსაც არ უნდა შუშოთ, კარტოფილი ცოტა უმი და მაგარი დარჩება. ამაში "დამნაშავე" პამიდორში შემავალი მჟავებია, რომელიც სხვა ბოსტნეულის მომზადების პროცესს აფერხებს. პამიდორი და მისი შემცველი სოუსები კერძს მაშინ ემატება, როცა სხვა ბოსტნეული თითქმის მზად არის.

2. ხორცის დაჭრა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ხორცის დაჭრის დროს მოსდით. ის აუცილებლად კუნთოვანი ბოჭკოების პერპენდიკულარულად უნდა დაჭრას. ასე დაჭრილი ხორცი მომზადების შემდეგ უფრო რბილი გამოდის.

3. რძის კოქტეილი მჟავე ხილით

თუ რძის კოქტეილს მჟავე ხილით, მაგალიტად წითელი მოცხარით მოამზადებთ, ჩვეული გემრიელი სასმელის ნაცვლად არაერთგვაროვან გაუგებარ ნარევს მიიღებთ. მაჟავე ხილი რძეს აჭრის. კოქტეილისთვის უკეთესია ტკბილი კენკრა შეარჩიოთ.

4. კარტოფილის პიურეს მომზადება ბლენდერში

ბლენდერის დახმარებით პიურეს მომზადებას არცერთი პროფესიონალი მზარეული არ გირჩევთ. შედეგად მიიღებთ არა გემრიელ, ჰაეროვან გარნირს, არამედ წებოვან მასას.

5. წითელი კომბოსტოს წვნიანი

თუ გადაწყვეტთ, რომ წვნიანში თეთრის ნაცვლად წითელი კომბოსტო გამოიყენოთ, იცოდეთ, რომ საბოლოოდ ლურჯ წვნიანს მიიღებთ. მომზადების პროცესში წითელი კომბოსტო სწორედ ასეთ ფერს იღებს. თუმცა ეს გემოზე არ აისახება და თუ ასეთი უცნაური ფერი არ გეხამუშებათ, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს