კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

კასპის რაიონის სოფელ დოესში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული, 25 წლის ვ.წ-ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ბრალდებულის მხარის მოთხოვნით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა მიიღო.

დოესში სისხლიანი გარჩევა 2014 წლის 28 მარტს მოხდა. ბრალდებული, რომელიც თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდა, სოფლის განაპირას ადგილობრივ ახალგაზრდებს სპეციალურად შეხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტი, ბოლო საქმის გარჩევამდე, რამდენიმე თვის წინ დაწყებულა. ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს უდანაშაულოდ სცნობს. "იმ იარაღიდან მე არ გამისვრია", - განაცხადა ბრალდებულმა.

იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი სამი დოესელიდან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის ჩხუბის დროს დანით დაიჭრა და კასპის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, აპრილის დასაწყისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა და 3 დოესელის დაჭრა მოხდა, ბრალდებულს ეკუთვნოდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა