რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ახლა?

რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ახლა?

აირჩიეთ ის ფერი, რომლის დანახვაც ამ წუთას თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო იქნება და წაიკითხეთ შედეგები:

შავი. თქვენთვის აუცილებელია განმარტოება მთელი სამყაროსგან, ყველანაირი ინფორმაციისგან. ძილი, სიჩუმე და სიმშვიდე გჭირდებათ. შესაძლოა, ეს დეპრესიას ჰგავს, მაგრამ თქვენთვის ახლა აუცილებელია ამის გაკეთება, თორემ შესაძლოა, ეს მდგომარეობა ქრონიკული გახდეს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კი უფრო რთული იქნება.

თეთრი. თქვენთვის ახლა ყველაზე კარგი რაღაც კარგის, სასარგებლოს გაკეთება იქნებოდა. იქნებ საკუთარი თავისთვისაც – ისეთი რამის, რაც დიდი ხანია გსურთ, რომ გააკეთოთ და ვერ ახერხებდით; ან სრულიად უცხოსთვის. მოძებნეთ ისეთი ვინმე, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

ვარდისფერი. დაიღალეთ ყოველდღიურობისგან, ფორიაქისგან და გახუნებული დღეებისგან. რთულია იყო დიდი, გქონდეს პასუხისმგებლობები. მიეცით თავს უფლება, გახდეთ ბავშვი. გაეთავისუფლეთ სამსახურიდან ან გამონახეთ დრო იმისათვის, რომ გაატაროთ დღე სწორედ ისე, როგორც თქვენ გინდათ. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.

ცისფერი. ოცნება გჭირდებათ, რაღაც ისეთი, რასაც დაელოდებით, რისკენაც წახვიდოდით. რეალური ოცნება, რომელსაც ექნება შანსი, რომ განხორციელდეს. მაგრამ ამავე დროს, დიდი, გრანდიოზული, არც ისე ხელმისაწვდომი, რომლის მიღწევაც ხვალვე ვერ მოხერხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ გჭირდებათ გზა ოცნებისკენ, რომელიც შემდგარი იქნება შრომის, მოთმინებისა და გამძლეობისგან.

მორუხო-ცისფერი. თავისუფლება გინდათ. იხუთებით იმ ყოფაში, რომელშიც ახლა იმყოფებით. წარმოიდგინეთ თავი ნიავად, იფრინეთ და თავს უფლება მიეცით, არ იფიქროთ შედეგებზე. მოწყდით და გაფრინდით იქ, საითაც გული მიგიწევთ.

ლურჯი. თქვენთვის აუცილებელია რაღაც დროით მოშორდეთ თქვენს ახლანდელ ყოფას და ახლობლებს. განაგრძეთ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდით, მაგრამ ნუ დახარჯავთ ამაში ნერვებს. შეეცადეთ, გვერდიდან დააკვირდეთ საკუთარ თავს; დაინახოთ, იქით მიდიხართ, საითკენაც მიისწრაფოდით. ხომ არ შეიცვალა თქვენი მიზნები? და საერთოდ, რაშია თქვენი ცხოვრების აზრი?

მკვეთრი მწვანე. განახლება, ცვლილებები გჭირდებათ, თუმცა ალბათ – არა კარდინალური. თქვენი ცხოვრების საფუძველი ისეთია, როგორიც გჭირდებათ. მაგრამ რაღაც, თუნდაც გარეგნული ცვლილებები უკეთესობისკენ აუცილებელია. იქნებ გეცადათ და ვარცხნილობა შეგეცვალათ, ან ჩაცმის სტილი? ან ავეჯი გადააადგილეთ სახლში. ახალი პროფესიის დაუფლებაზე რას იტყოდით? გაიფართოვეთ საქმიანობის სფერო.

ყვითელი. თქვენთვის აუცილებელია ურთიერთობები, კონტაქტი ადამიანებთან. არა ერთი-ორი სიტყვა, არამედ დიდხნიანი საუბრები. გამონახეთ დრო ძველი მეგობრისთვის, სთხოვეთ, მანაც გამონახოს ამისთვის დრო. იმისათვის, რომ დილამდე ილაპარაკოთ ყველაფერზე - წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე...

წითელი. თქვენთვის ფიზიკური შრომაა აუცილებელი. დატვირთვა ძალების გამოლევამდე, ისე, რომ კუნთები გეტკინოთ. ან სპორტით დაკავდით იმისათვის, რომ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლდეთ.

ნარინჯისფერი. გართობა, მეგობრების კომპანია და ამ კომპანიაში ყურადღების ცენტრში ყოფნა გჭირდებათ. გამონახეთ მიზეზი – წადით დაბადების დღეზე ან რაიმე ხმაურიან საღამოზე. ჩაიცვით, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ და დაუმატეთ თქვენს გარეგნობას ცოტაოდენი ეპატაჟი: გამომწვევი ვარცხნილობა ან აქსესუარი.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს