"ფრანგული ენა ლექსიკონით", "დაუოჯახებული" - ამონარიდები ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატთა CV-ებიდან

"ფრანგული ენა ლექსიკონით", "დაუოჯახებული" - ამონარიდები ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატთა CV-ებიდან

"გურია ნიუსმა" ოზურგეთის საკრებულოსგან თანამდებობის პირების CV-ები და დიპლომის ასლები გამოითხოვა. გამოცემისთვის მიწოდებულ თითქმის ყველა CV-ში ხაზგასმულია "ქართული ოცნების" წევრობა და პარტიაში დაკავებული თანამდებობები.

ოზურგეთის საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით გასული ერთ-ერთი კონკურსანტის დოკუმენტაციაში, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად წერია, რომ ქართული და რუსული ენები იცის კარგად, ხოლო ფრანგული ენა - ლექსიკონით.

კონჭკათის დეპუტატის CV-დან კი ირკვევა, რომ ის მუშაობდა: ტელეკომპანია "გურიაში", ფოთის საბაჟოში და სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიაში".

"პატრიოტთა ალიანსის" სიით გასული ერთ-ერთი კანდიდატის CV-ში კი ვკითხულობთ, რომ ის არის "დაუოჯახებული". საშუალო სპეციალური განათლება აქვს მიღებული და ბუღალტრის, ტექნოლოგისა და მექანიკოსის პროფესიებს ფლობს.

დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გამგეობაში შეტანილი CV-ის სამუშაო გამოცდილების გრაფაში ვკითხულობთ: "ზოტის საშუალო სკოლა, მასწავლებელი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, სააქციო საზოგადოების დირექტორი".

იხილეთ ვრცლად

"გურია ნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა