3280-ლარიანი "უფროსის მაგიდა", "პირადი" კომპიუტერები და ტელეფონების მოყვარული მაღალჩინოსნები ლანჩხუთში

3280-ლარიანი "უფროსის მაგიდა", "პირადი" კომპიუტერები და ტელეფონების მოყვარული მაღალჩინოსნები ლანჩხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა 2009-2013 წლის მდგომარეობით საკმაოდ ვრცელია. "გურია ნიუსმა" აღნიშნული ქონების შეძენისას გაფორმებული ხელშეკრულებები, ანგარიშფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები გამოითხოვა.

გამოცემისთვის ცხრილის სახით მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ ლანჩხუთის  წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს (რეზო ჩიტიძეს) 1640-ლარიანი სამეული შეუძინეს, 2011 წელს - 1000-ლარიანი საოფისე კარადა, 555-ლარიანი "ნოკიას" ფირმის მობილური, 268 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი "სამსუნგი", 1150-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი, 440-ლარიანი სავარძელი და 1500-ლარიანი კონდიციონერი.

2012 წელს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძინეს 1650-ლარიანი "პლანშეტური კომპიუტერი ჩანთით", 200-ლარიანი ტელეფონი კი საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებისთვის.

2009 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (ზვიად აფხაზავა), 1436-ლარიანი კომპიუტერი და 430-ლარიანი "ნოკია" შეუძინეს. 2011 წელს - 1150-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი.

ჩამონათვალში მითითებულია, რომ 2012 წელს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გადაეცა მაგიდა, რომლის ღირებულება 3280 ლარია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა