"აუ, არ მოკვდე რა!" - სპილო გრანდის ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება

"აუ, არ მოკვდე რა!" - სპილო გრანდის ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება

თბილისის ზოოპარკში სპილოს ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ, ანესთეზიიდან ცხოველის გამოყვანა ვერ ხერხდება.

"ოპერაცია დასრულდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ჯერჯერობით გრანდის ანესთეზიიდან გამოყვანა ვერ ხერხდება. ამ წუთებში ათობით ადამიანი იბრძვის სპილოს სიცოცხლის გადასარჩენად...", - აღნიშნულია ზოოპარკის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".

პოსტს უამრავი გულშემატკივარი ეხმაურება.

"აუ, მიდი ბიჯო რა, ადექი <3"

"გადარჩი რა!"

სპეციალურად ბათუმიდან უნდა ჩამოვიდე, რომ ვნახო ეგ"

"ძალიან ვწუხვარ. გთხოვთ, შეგვატყობინეთ, როგორ იქნება", - წერენ ინტერნეტ-მომხმარებელები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს