გაზაფხულზე ტერორისტებმა 270 სკოლის მოსწავლე გაიტაცეს, ნახეთ რა მოხდა შემდეგ...

გაზაფხულზე ტერორისტებმა 270 სკოლის მოსწავლე გაიტაცეს, ნახეთ რა მოხდა შემდეგ...

2014 წლის 14 აპრილს, ნიგერიის აღმოსავლეთ ნაწილში, სკოლა-ინტერნატის ათეულობით აღსაზრდელი გოგონა კამუფლაჟში გამოწყობილმა მებრძოლებმა გაიტაცეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონები, ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების ”ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა გაიტაცეს. შემთხვევამ მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ასეულობით ადამიანი მათ უკან დაბრუნებას ითხოვდა, აგორდა დიდი კამპანია სახელად Bring Back Our Girls, რომელშიც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მიშელ ობამამაც.

რა მოხდა სინამდვილეში?

გატაცებიდან რამდენიმე დღეში, 57-მა გოგონამ გაქცევა მოახერხა, თუმცა, მათი ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცის. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, მათი დაკავების შესახებ, ხელისუფლებამ არაფერი იღონა. გაქცევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-ის მზვერავებმა იპოვეს ქალთა ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ გაქცეული მძევლებისგან შედგებოდა. მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო. ავსტრალიემა მღვდელმსახურმა სტივენ დევისმა, ნიგერიის მთავრობა დაადანაშაულა, რომ ისინი არანაირ ღონისძიებებს არ ატარებენ გოგონების გადასარჩენად. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები შემქნილი სიტუაციით მანიპულირებას ცდილობენ, საკუთარი ინტერესების გასატარებლად. 

დიდი მცდელობის მიუხედავად, შედეგი არ სხვა ქვეყნების ჩართულობას მოუტანია. მომხდარიდან ორი კვირის განმავლობაში ნიგერიამ დახმარების უამრავი შემოთავაზება მიიღო აშშ-სგან, საფრანგეთისგან, ისრაელისგან, კანადისგან და დიდი ბრიტანეთისგან. ექვსი კვირის შემდეგ, პენტაგონის პრეს-მდივანმა მისიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, მიზეზი ინფორმაციის სიმცირე გახდა, გოგონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

აპრილიდან, ”ბოკო ჰარამის” დაჯგუფებამ ხუთი ქალაქი დაიპყრო. შეიარაღებულმა მებრძოლებმა გოგონების კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ათეულობით ბიჭი გაიტაცეს.

ახლახან ნიგერიის ხელისუფლებამ დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ მედიას შეეცვალა მიდგომა ფაქტის გაშუქებისას. როგორც ჩანს, ნიგერიის ხელისუფლებისთვის საკუთარი რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გატაცებული ბავშვების გათავისუფლება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს