ყირიმ-კონგო, თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი - გორის რაიონში

ყირიმ-კონგო, თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი - გორის რაიონში

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევსა და ელექტროფიკაციის დასახლებაში (გორთან ახლოს) ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ტინისხიდში მცხოვრები ჯარისკაცი კი ბრუცელოზით დაავადდა. მეჯვრისხევში "თურქულიც" გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეს მონაცემები 2014 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრამდე აღრიცხა.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე პაატა თარაშვილი ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებს. კერები ჩამქრალია და პრევენციული ზომები გატარებულია.

ჯილეხის შემთხვევა შიდა ქართლში 2006 წლიდან აღარ დაფიქსირებულა. ტინისხიდსა და ხიდისთავში ბრუცელოზზე კარანტინი გამოცხადდა და მასიური ვაქცინაცია განხორციელდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა