დატბორილი ქუჩები და სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი გამოძახება ბათუმში

დატბორილი ქუჩები და  სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი გამოძახება ბათუმში

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში დაიტბორა ავტოსადგურის ტერიტორია, მაიაკოვსკის, სულაბერიძის, თავდადებულის, ბაგრატიონის და ე.წ  "ჭაობის" დასახლების ცალკეული უბნები. ასევე დატბორილია ბონის ბაზრობის სასურსათო და პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიები. როგორც  "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება,  ქუჩებში ინტენსიური მოძრაობა არ არის და უხვი ნალექის შედეგად საცობები არ შექმნილა, თუმცა მსუბუქი ავტომობილებისთვის დატბორილ ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებულია. როგორც "ინეტრპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ამ დრომდე სულ 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა და დახმარებას ძირითადად, ე.წ  "ჭაობის" უბნებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს.

"ყველა გამოძახებაზე მივდივართ, მაგრამ კვლავ ძლიერად წვიმს. ფაქტიურად, აზრი არ აქვს დატბორილი სახლების ამოტუმბვას, რადგან სამუშაობის ჩატარებიდან ერთ საათში ისევ ამოსატუმბია", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. მისივე განმარტებით, ზღვაზე შტორმი ძლიერდება, თუმცა ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე ზღვას ქვიშა არ გამოურიყავს:  "ჰიდროგრაფიული სამსახური შტორმის ხუთ ბალამდე მომატებას ვარაუდობს. ამ ეტაპზე 4 ბალიანი ღელვა ფიქსირდება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

გვიან საღამოს, ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგია ერთი საათით შეუწყდა. "ენერგო-პრო ჯორგიას" განცხადებით, შუქის გამორთვის მიზეზი უამინდობის გამო ქვესადგურის დაზიანება იყო. ბათუმში კვლავ კოკისპირული წვიმაა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა