ჰოთ-დოგის სწრაფად შეჭმაში რეკორდსმენს ზაზუნა შეეჯიბრა (+ ვიდეო)

ჰოთ-დოგის სწრაფად შეჭმაში რეკორდსმენს ზაზუნა შეეჯიბრა (+ ვიდეო)

ლოს-ანჯელესში უჩვეულო შეჯიბრი გაიმართა, რომლის გმირიც გახდა ზაზუნა, სახელად ბოგარტი. პატარა მღრღნელი ჰოთ-დოგების სწრაფად შეჭმაში მსოფლიო რეკორდსმენს ტაკერ კობაიასს შეეჯიბრა. კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა, ვინ უფრო წრაფად შეჭამდა ჰოთ-დოგებს.

ტაკერ კობაიასი უკვე რამდნეიმე წელია ჰოთ-დოგების სწრაფად შეჭმაში მსოფლიო რეკორდს არავის უთმობს. 2011 წლის 4 ივლისს მან მოახერხა 10 წუთში 69 ჰოთ-დოგის შეჭმა და დღემდე ამ მიღწევის განმეორება ან გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.

მართალია, ადამიანთა შორის კობაიასის რეკორდი ვერავინ გაიმეორა, მაგრამ ეს ზაზუნამ შეძლო. ვიდეოში დაფიქსირებულია, როგორ მიირთმევს ბოგარტი ყურძნის, სტაფილოსა და ფინიკებისგან დამზადებულ ჰოთ-დოგებს ერთიმეორის მიყოლებით, მაშინ, როდესაც რეკორდსმენი ტაკერი გაჭირვებით ინარჩუნებს ტემპს მის დასაწევად.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს