უჩვეულო სათამაშოები: ბარბი და კენი იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის სახით "გაცოცხლდნენ"

უჩვეულო სათამაშოები: ბარბი და კენი იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის სახით "გაცოცხლდნენ"

არგენტინელმა მხატვრებმა სოციალურ ქსელებში ბარბისა და კენის ახალი მოდელები გამოაქვეყნეს, რომლებმაც იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და კიდევ 31 წმინდანის როლები მოირგეს. მხატვრებმა, თოჯინების შესაქმნელად, კათოლიკური სიწმინდეების გარდა, ისლამური და ბუდისტური რელიგიის წმინდანები გამოიყენეს.

ავტორებმა ფულ პაოლინიმ და მარიანელა ფარელმა თოჯინების მთელი კოლექცია შეიმუშავეს, რომელიც ბუენოს-აირესში, 30 ოქტომბერს გამართულ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. თოჯინების შექმნას უაყოფითი გამოხმაურება მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან და ქვეყანაში დიდი პოლემიკის მიზეზიც გახდა.

მხატვრები ირწმუნებიან, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენდა ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და გაკვირვებულები არიან ასეთი ნეგატიური რეაქციით, თუმცა, აღიარებენ, რომ კოლექცია პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით არგენტინისთვის, რომელიც ძალიან რელიგიურ ქვეყანად მიიჩნევა.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს