სამაჯური, რომელიც გატყობინებთ, რომ უკვე მთვრალი ხართ...

სამაჯური, რომელიც გატყობინებთ, რომ უკვე მთვრალი ხართ...

ალკოჰოლური სასმელების მოყვარულთათვის სასიამოვნო ახალი ამბავი გვაქვს! გახსოვთ ყოველი შემთხვევა, როდესაც გიფიქრიათ, ასე როგორ დავთვერიო, ამდენი რამ დამალევინაო? ხოდა ამ პრობლემის გადაჭრა უკვე მარტივია!

სამაჯური, სახელწოდებით "ვივი" დეჰიდრაციის დონეს აფიქსირებს და სისხლში ალკოჰოლის შემცველობას გამოთვლის. მსუბუქის შენჯღრევის შემდეგ თუ სამაჯური დაგიწერთ, რომ ალკოჰოლის რაოდენობა თქვენს ორგანიზმში სტანდარტულია, შეგიძლიათ სმა განაგრძოთ, თუ - არა, ეს იმის ნიშანია, რომ ტაქსი უნდა გამოიძახოთ.

ამასთან, შეგიძლიათ სამაჯური ყველა მეგობარს უყიდოთ. სამაჯურებს ერთმანეთის მონაცემების გაცვლა შეუძლია, ამიტომ, როდესაც ერთ-ერთი მეგობარი ძალიან დათვრება, თქვენი სამაჯური ამას შეგატყობინებთ და დროულად გეცოდინებათ, რომ მეგობარს შუბლის დაჭერა სჭირდება.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს