სოფო ნიჟარაძე "მანჰეტენზე სახლის" სკანდალს ეხმაურება და აშშ-ში საკუთარი საცხოვრებლის ფოტოს აქვეყნებს

სოფო ნიჟარაძე "მანჰეტენზე სახლის" სკანდალს ეხმაურება და აშშ-ში საკუთარი საცხოვრებლის ფოტოს აქვეყნებს

მანჰეტენზე ბინის ყიდვის შესახებ ambebi.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოთახის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი კომენტარი დაურთო:

"ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, რომელშიც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში, ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა ალბათ ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა", - წერს სოფო ნიჟარაძე.

სოფო ნიჟარაძესთან დაახლოებულმა პირმა ambebi.ge-ს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა საყვარელ მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას პირად საუბრებში აშშ-ში მცხოვრები სხვა ქართველი ემიგრანტებიც ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე

"წელს გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას... თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ რაჭველმა ბედობა ნანი ბრეგვაძეს