ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ - რა გელით 23 სექტემბერს

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ - რა გელით 23 სექტემბერს

ვერძი

კარგი დღეა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად. გარშემო მყოფების შექებასაც დაიმსახურებთ, მაგრამ ყურადღებას ნუ მოადუნებთ და წარმატებით აჟიტირებული გამოუსწორებელ შეცდომას ნუ დაუშვებთ.

კურო

საქმიანობის გაფართოების, ახლის შესწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. მოერიდეთ სარისკო საქმიანობაში ჩაბმას. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ, რჩევა ერთგულ მეგობრებს ჰკითხეთ.

ტყუპი

კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. ფინანსური საბუთების გასაფორმებლად. შეიძლება ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ.

კირჩხიბი

გარშემო მყოფების კეთილგანწყობას მოიპოვებთ. მათი დახმარებით კი საკუთარი საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ.

ლომი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგეგმილი საქმეების შესრულება არ გაგიჭირდებათ. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ჯანსაღი საკვების მიღებას, ვარჯიშსა და ძილის რეჟიმს.

ქალწული

დღეს მუშაობასა და გართობას ერთმანეთს შეუთავსებთ. საღამო კი საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატროთ.

სასწორი

სამსახურის საქმეებზე წინ საოჯახო პრობლემების მოგვარება უნდა დააყენოთ. კარგი დღეა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ელექტროტექნიკის შესაძენად.

მორიელი

ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც უფრო ხალისიანსა და მონდომებულს გაგხდით. საკუთარი იდეებისა და მოსაზრების გარშემო მყოფებისთვის გაზიარება და მათი განხორციელება მოგინდებათ.

ნახეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს