7 თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 ქათმის ქურდობის ბრალდებით - პროკურატურას მტკიცებულებად ბუმბულები აქვს

7 თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 ქათმის ქურდობის ბრალდებით - პროკურატურას მტკიცებულებად ბუმბულები აქვს

ვლადიმერ გიორგაშვილი და დავით ფერაძე 2014 წლის 10 თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და შვიდი თვეა 2 ცალი ქათმის ქურდობის ფაქტზე განაჩენს ელოდებიან.

პროკურატურას საქმეში მტკიცებულებად ბუმბულები აქვს. ქათმის ბუმბულები პროკურორმა ია მეფარიშვილმა პროცესზე პოლიეთილენში შენახული წარადგინა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ კი ბრალდებულებს შემდეგი კითხვით მიმართა: მოხდეს თუ არა მტკიცებულებების დათვალიერება.

"რა უნდა ვნახოთ? აბა რა ვიცით, რომ ეგ იმ ქათმების ბუმბულია", - განაცხადებს ბრალდებულებმა.

ბრალდებულებმა პროცესზე ასევე განაცხადეს, რომ წინასწარ გამოძიებაში მიცემული მათი აღიარებითი ჩვენებები პოლიციელებმა ცემის შედეგად დააწერინეს.

"პოლიციელი იყო ერთი, გაბინაშვილი. სულ თავში და მუცელში მცემდა. სანამ სასურველი ჩვენება არ დაგვაწერინეს, არ მოგვეშვა. ის ქათმები ჩვენ არ მოგვიპარავს. მაყიშვილის სახლში სხვებიც იყვნენ, იქნებ იმათ მოიტანეს. როცა ჩვენებები დავწერეთ, პოლიციელებმა რესტორანში წაგვიყვანეს, გვაქეიფეს, რათა ცემის ამბავი არავისთვის გვეთქვა. ორი კვირის შემდეგ კი დაგვაკავეს", - განაცხადეს პროცესზე ბრალდებულებმა.

ამასთან, პოლიციამ მხოლოდ ერთ შემწვარ ქათამს მიაგნო, მეორე ქათამი უკვე შეჭმული იყო.

ეს ისტორია გორში რკინიგზის დასახლებაში მოხდა. ვლადიმერ გიორგაშვილი 10 თებერვლამდე, სადგურის დასახლებაში მცხოვრებ მალხაზ მაყიშვილის სახლში ცხოვრობდა. სახლის პატრონი ამჟამად უკვე გარდაცვლილია, თუმცა პროკურატურა მისგან გარდაცვალებამდე მიღებულ ჩვენებას მაინც იყენებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა