Apple-ის პროდუქციის დამუხტვა ჰაერღუმელის მეშვეობით არის "შესაძლებელი"

Apple-ის პროდუქციის დამუხტვა ჰაერღუმელის მეშვეობით არის "შესაძლებელი"

Apple-ის პროდუქციის მფლობელები სასტიკი ხუმრობის მსხვერპლი გახდნენ. რამდენიმე ადამიანმა სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, iOS 8 ოპერაციული სისტემა საშუალებას იძლევა სმარტფონები ჰაერღუმელში დატენოს, რადგან შეუძლია ღუმელის მიერ გაშვებული სიხშირეების გამოყენება.

ინსტრუქცია, რომელიც კომპანია Apple-ის სტილში იყო შეფუთული, თავიდან ინგლისურ ენაზე გავრცელდა და მალევე სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.

"Wave - ეს iOS 8 სისტემის უკანასკნელი სიახლეა. Wave-ის დახმარებით, ტექნიკის დამუხტვა ჰაერღუმელის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. Wave საშუალებას გაძლევთ დატენოთ სმარტფონები უბრალო ღუმელის გამოყენებით", - იუწყება "ინსტრუქცია".

ინსტრუქციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, მომხარებლებმა აფეთქებული სმარტფონების სურათების გამოქვეყნება დაიწყეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს