ყვარელში 55 წლის მამაკაცს აფთიაქში წამალი (ლაზიქსი) ურეცეპტოდ არ მისცეს, ექიმთან მისვლა კი ვერ მოასწრო და დაახლოებით ნახევარ საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.
"ჩემმა ბიჭმა აიყვანა აფთიაქში და არ მისცეს წამალი. წადი, ექიმი მოიყვანეო. ექიმი ვერ ნახა. ისევ მივიდა აფთიაქში. ისევ უარი უთხრეს. სახლში მივიდა, გადავარდა და დაიღუპა. წამალი რომ მიეცათ, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო", - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი ტელეკომპანია "გურჯაანთან" საუბრისას.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და აფთიაქის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
"მის შვილს ვკითხე როგორ დაიღუპა მეთქი. აფთიაქში ავიდა და არ მისცეს წამალი, ექიმთან ჩავიდა, ვერ ნახა ექიმი, მერე ისევ აფთიაქში ამოვიდა, ისევ უარი უთხრეს და დაიღუპაო", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
სამედიცინო საკითხებში ექსპერტის მარინა ბერაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აფთიაქს ეკისრება.
წყარო: ტელეკომპანია "გურჯაანი"